ხშირად დასმული კითხვები
რა ასაკიდან შეიძლება საზღვარგარეთ სწავლის დაწყება?
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საგანმანათლებლო პროგრამები 3 წლიდან ბავშვებისთვის „მშობელი + ბავშვი“ პროგრამა ან 7-8 წლიდან დამოუკიდებელი სწავლისთვის, ბავშვთა ენის შემსწავლელ ბანაკებში. თუმცა, ჩვენ ყოველთვის გირჩევთ თავიდანვე განსაზღვროთ თუ რა მიზნით აგზავნით ნებისმიერი ასაკის ბავშვს საზღვარგარეთ სასწავლებლად, რაც უფრო ადრე შეძლებთ განსაზღვროთ მიზანი, მით უფრო ეფექტური და სწორი იქნება მათი შემდგომი განათლების გეგმა. ბუნებრივია, ადრეულ ასაკში საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვებისას ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ბავშვს შეუყვარდეს უცხო ენა, შეხვდეს თანატოლებს სხვადასხვა ქვეყნიდან შემდგომი კომუნიკაციისთვის, დაისვენოს და ამასთანავე გაეცნოს სწავლის სხვა მეთოდებს.
რა სასწავლო პროგრამების არჩევა შეგიძლიათ საზღვარგარეთ?
შეგიძლიათ აირჩიოთ ქვემოთ მოცემული ძირითადი პროგრამები:
საბავშვო და ახალგაზრდული პროგრამები 6-18
საშუალო განათლება
ენის კურსები 16+
საუნივერსიტეტო მოსამზადებელი პროგრამები
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამენი
დოქტორანტურა
პროფესიული სტაჟირება
თუ თქვენ გაქვთ თქვენი კონკრეტული მოთხოვნები და არ იცით სად იპოვოთ თქვენთვის საჭირო პროგრამა, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნის ფორმა, ჩვენ დაგიკავშირდებით და მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას თქვენთვის სასურველ პროგრამაზე
რამდენ დროს იკავებს უცხოურ სასწავლებელში რეგისტრაციის ხანგრძლივობა?
არსებობს რამდენიმე ძირითადი განსხვავება, რომელიც გავლენას ახდენს დამუშავების დროზე:
პროგრამის ფორმატი;
პროგრამის ხანგრძლივობა;
ნებისმიერი მოკლევადიანი პროგრამისთვის (2 კვირა - 3 თვე), ჩვენ გირჩევთ გამოყოთ მინიმუმ თვენახევარი რეგისტრაციის დაწყებიდან გამგზავრებამდე. გრძელვადიანი პროგრამებისთვის (ნაციონალური ვიზების უმეტესობისთვის) ეს პერიოდი 3-6 თვემდეა
აკადემიურ პროგრამებზე :საშუალო განათლება, საუნივერსიტეტო მოსამზადებელ,საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაციის დაწყება რეკომენდირებულია სწავლის დაწყებამდე 6-12 თვით ადრე.
რომელ ქვეყნებში შეუზლია საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა
უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან:
ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ირლანდია – ამ ქვეყანაში ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურს.
უვიზოდ მოგზაურობის ხანგრძლივობა:
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ ეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!
მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. 180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით.
90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/ შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში.
უვიზოდ მოგზაურობის ხანგრძლივობა
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ ეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!
მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. 180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით.
90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/ შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში.
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა
ტურისტული მოგზაურობა;
ოჯახის წევრების / ნათესავების / ახლობლების მონახულება;
საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა თუ გამოფენებში მონაწილეობა;
მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
კულტურულ, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
სამედიცინო სერვისებით სარგებლობა – მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ ოპერაცია.
რა დოკუმენტებია საჭირო უვიზოდ მოგზაურობისათვის
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბი-ომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მინიმუმ, 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის.
რა მოგეთხოვებათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო კონტროლის დროს
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში მოგზაურობისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ დაასაბუთოთ მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ.: საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, სასწავლო კურსი 90 დღემდე ვადით). https://infocenter.gov.ge/eu-georgia/guide/